logo
ENG



ჯონსონი: პუტინის ჯარი დონბასში ნელ, თუმცა ვშიშობ, საგრძნობ პროგრესს აღწევს

27 მაი 202214:39
3 წუთის საკითხავი
 
ჯონსონი: პუტინის ჯარი დონბასში ნელ, თუმცა ვშიშობ, საგრძნობ პროგრესს აღწევს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის დონბასის რეგიონში ნელ, თუმცა საგრძნობ პროგრესს აღწევს. ამის შესახებ ჯონსონმა Bloomberg TV-ის ეთერში ისაუბრა.

ბრიტანეთის პრემიერი აცხადებს, რომ პუტინის ჯარის პროგრესის ფონზე  უკრაინის არმიისთვის დახმარების მიწოდება ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

„ვშიშობ, პუტინი თავისთვის და რუსული ჯარისთვის დიდი ხარჯის ფასად, აგრძელებს დონბასის რეგიონში შეღწევას. ის აგრძელებს თანმიმდევრული, ნელი, თუმცა ვშიშობ, საგრძნობი პროგრესის მიღწევას და შესაბამისად, ახლა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა რომ უკრაინის ჯარის დახმარება განვაგრძოთ“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.


close დახურვა