logo
ENG



ჯონსონი: რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციებს დაუყოვნებლივ დავაწესებთ

22 თებ 202215:37
3 წუთის საკითხავი
 
ჯონსონი: რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციებს დაუყოვნებლივ დავაწესებთ

ბორის ჯონსონის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციებს დაუყოვნებლივ დააწესებს. 

"უნდა აღვნიშნო, რომ ეს რუსეთის მიმართ ეკონომიკური სანქციების პირველი ეტაპია, ვინაიდან, რუსეთის მხრიდან კიდევ მეტი ირაციონალური ქცევაა მოსალოდნელი.

სანქციები შეეხება არა ლუგანსკსა და დონეცკს, არამედ თავად რუსეთს - მიზანში მაქსიმალურად იქნება ამოღებული რუსეთის ეკონომიკური ინტერესები". - თქვა მან. 

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის განცხადებით, თემთა პალატაში სანქციების პაკეტის განხილვა დღეს მოხდება, თბილისის დროით 16:30-ზე დაიწყება.

დიდი ბრიტანეთი გეგმავს, რუსულ კომპანიებს აშშ დოლარსა და გირვანქა-სტერლინგზე წვდომა დაუბლოკოს, ასევე, გაუუქმოს კაპიტალზე წვდომა დიდი ბრიტანეთიდან. სანქციები, ჯაჭვური რეაქციით, შეეხება კომპანიების ფლობასაც

დღესვე რუსეთის მიმართ სანქციებს ევროკავშირიც განიხილავს. 

21 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. რამდენიმე საათში კი დონბასში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ნათქვამია, რომ ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ. 


close დახურვა