logo
ENG



ჯონსონი: უნდა გავაგრძელოთ სანქციები სანამ უკრაინას პუტინის ყველა სამხედრო არ დატოვებს

30 მარ 202222:18
3 წუთის საკითხავი
 
ჯონსონი: უნდა გავაგრძელოთ სანქციები სანამ უკრაინას პუტინის ყველა სამხედრო არ დატოვებს

უკრაინის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ რუსეთზე სანქციების წნეხი მანამ უნდა გაგრძელდეს, სანამ უკრაინას ყველა რუსი სამხედრო არ დატოვებს.

„მე ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ დიდი შვიდეულისგან უნდა მოელოდეთ სანქციების მოხსნას, მხოლოდ იმის გამო რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მიიღწევა. ეს პუტინის სცენარის პირდაპირი ნაწილია. ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სანქციების გაძლიერება მანამ, სანამ უკრაინას მისი [პუტინის] ყველა სამხედრო არ დატოვებს“ - განაცხადა ჯონსონმა.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის პრემიერმა დაადასტურა, რომ რუსი სამხედროების მათ შორის ყირიმიდან გაყვანასაც გულისხმობს.

„როგორც აღვნიშნე, თითოეული მისი სამხედროს უკრაინიდან გაყვანის შემდეგ", - განაცხადა ბორის ჯონსონმა. 

ბორის ჯონსონმა ასევე განაცხადა, რომ ბრიტანეთის ხელისუფლების მიზანი პუტინის ხელისუფლების შეცვლა არაა.

თემთა პალატაში დეპუტატებმა ჯონსონს ჰკითხეს ეთანხმებოდა თუ არა, რომ საბოლოო შედეგი „არა მხოლოდ რუსების უკრაინიდან გაყვანა არამედ, პუტინის კრემლიდან გაყვანაც უნდა იყოს“. რაზეც ჯონსონმა უპასუხა, რომ რუსეთში ხელისუფლების შეცვლა ბრიტანეთის მიზანი არაა. ამჟამად მთავარი ამოცანა უკრაინელების რუსული აგრესიისგან დაცვაა.

„აბსოლუტურად ნათელია, რომ ეს [პუტინის ხელისუფლების შეცვლა] გაერთიანებული სამეფოს მიზანი არაა. ჩვენ უბრალოდ ვამზადებთ დახმარებას, რათა დავიცვათ უკრაინელი ხალხი, დავიცვათ ისინი აბსოლუტურად ბარბაროსული და გაუმართლებელი ძალადობისგან. ესაა ის რასაც ვაკეთებთ“ - განაცხადა ბორის ჯონსონმა.


close დახურვა