logo
ENG



ჯონსონი ევროკავშირს: ბრექსიტის გადადება შეცდომა იქნება

20 ოქტ 201911:13
3 წუთის საკითხავი
 
jzjy40hgjud80us.jpg

ბორის ჯონსონმა ევროკავშირს ბრექსიტის გადადების თხოვნით წერილი გაუგზავნა, თუმცა, წერილზე მისი ხელმოწერა არ არის.

გავრცელებული ცნობით, მოთხოვნასთან ერთად ბორის ჯონსონმა ბრიუსელში მეორე წერილიც გაგზავნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბრექსიტის გადადება შეცდომა იქნება. პარალელურად, თემთა პალატის გადაწყვეტილებას ბრექსიტის  გადადების შესახებ ლონდონის ქუჩებში ასობით ადამიანი აპროტესტებს. ისინი  ხელისუფლებას რეფერენდუმისას მოსახლეობის მიერ გაკეთებული არჩევნის მხარდაჭერას სთხოვენ. აქციის ორგანიზატორების მოთხოვნებს შორის საემიგრააციო კანონის გამკაცრებაცაა.

ქუჩაში გამოვიდნენ ბრექსიტის მოწინააღმდეგეებიც. მდგომარეობის დაძაბვის თავიდან ასაცილებლად ორივე აქციაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

 


close დახურვა