logo
ENG



ჯონსონის თქმით, ბრიტანეთი უკრაინას ახალ ფინანსურ და სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს

09 აპრ 202220:16
3 წუთის საკითხავი
 
ჯონსონის თქმით, ბრიტანეთი უკრაინას ახალ ფინანსურ და სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, ბრიტანეთი უკრაინას ახალ ფინანსურ და სამხედრო დახმარებას აღმოუჩენს.

"დღეს შევხვდი ჩემს მეგობარს, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რათა მეჩვენებინა ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ უკრაინას ახალ ფინანსურ და სამხედრო დახმარებას აღმოვუჩენთ, რომელიც არის ჩვენი ერთგულების დასტური რუსეთის ბარბაროსული ქმედებების წინააღმდეგ", - წერს ჯონსონი Twitter-ზე ზელენსკისთან კიევში შეხვედრის შემდეგ.

 


close დახურვა