logo
ENG



ჯორჯ ფლოიდი ქალაქ ჰიუსტონში დაკრძალეს

10 ივნ 202008:31
3 წუთის საკითხავი
 

ჯორჯ ფლოიდი ქალაქ ჰიუსტონში დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიას მშობლიური ქალაქის ეკლესიაში გარდაცვლილის ოჯახის წევრები, მეგობრები, აქტივისტები და უფლებადამცველები ესწრებოდნენ. დაკრძალვის ცერემონიაზე ისმოდა რასობრივი სამართლიანობის შესახებ მოწოდებები. პანაშვიდზე ჭირისუფალს ჯო ბაიდენმა მიმართა.

"ვინც ამ ტრაგედიასთან ერთგვარ კავშირს გრძნობს, იმათ რიგებში არიან ვისთვისაც დანაკარგის რაიმეთი ჩანცველაბ წარმოუდგენელია. არ შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რით შეიძლება შევაქციოთ ზურგი რასისმსა და სისტემურ ძალადობას, რომელიც ჩვენს სულებს ჯერ კიდევ წამლავს და ამერიკული ცხოვრების წესს აზიანებს",-აცხადებს ბაიდენი.

შეგახსენებთ, 46 წლის ჯორჯ ფლოიდი 25 მაისს, მინეაპოლისში, პოლიციის ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. დაკავების დროს შავკანიანი კაცის გარდაცვალებას შეერთებულ შტატებში რასიზმის წინააღმდეგ მასშტაბური გამოსვლები მოჰყვა. სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს გირაოს სახით მილიონ 25 ათასი დოლარი განუსაზღვრა. 


close დახურვა