logo
ENG



ჰაბეკი: გერმანია რუსული ნავთობისა და ქვანახშირისგან დამოუკიდებელი წლის ბოლომდე გახდება

12 მარ 202222:12
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/12/d5utspuhk28knvh.jpg
Picture Alliance

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-კანცლერი, რობერტ ჰაბეკი გერმანულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ამ წლის შემოდგომისთვის, გერმანია მთლიანად შეწყვეტს რუსეთისგან ქვანახშირის მიღებას, წლის ბოლომდე კი რუსული ნავთობისგან დამოუკიდებელი გახდება.

როგორც ეკონომიკის მინისტრი ამბობს, გერმანიისთვის უფრო რთული იქნება რუსულ გაზზე ერთბაშად უარის თქმა, რადგან თუმცა გერმანია გეგმავს შესაბამისი ტერმინალების აშენებას.

რუსეთისგან იმპორტის შეწყვეტა რთულია, რადგან გერმანიას არ აქვს დამოუკიდებელი იმპორტის შესაძლებლობები.

ჰაბეკმა განაცხადა, რომ ის მალე გაემგზავრება ქვეყნებში, სადაც თხევად ბუნებრივი გაზსა და წყალბადს აწარმოებენ. ის ამბობს, რომ სურს გერმანიამ მოკლევადიანად თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი დაიწყოს.

ჰაბეკმა აღნიშნა, რომ გერმანიის ხელისუფლება წინააღმდეგია რუსეთიდან ენერგორესურსების იმპორტის. თუმცა ამგვარი შეზღუდვის დაწესება გერმანიის ეკონომიკასა და მოსახლეობას მეტ ზიანს მოუტანს.

ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, რომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ამ გადაწყვეტილების შედეგები და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. 

„მესმის, ყველასი, ვინც დაუყოვნებლივ ითხოვს ემბარგოს დაწესებას პუტინის სასტიკი, აგრესიული ომის გამო, მაგრამ მე მთელ ქვეყანაზე ვარ პასუხისმგებელი.

აქ არაა საუბარი პირადი კომფორტის მცირე ნაწილის დათმობაზე, არამედ სერიოზულ ეკონომიკურ და სოციალურ ჭრილობებზე. იმპორტზე მყისიერი აკრძალვის დაწესების შემთხვევაში შემცირდება მომავალი ზამთრის მარაგები, დაიწყება ეკონომიკური რეცესია და მაღალი ინფლაცია, ასიათასობით ადამიანი დაკარგავს სამსახურს, გათბობასა და ელექტროენერგიას.

სანქციები ისეთი უნდა იყოს რომ ჩვენ შევძლოთ გადარჩენა. მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ყოველ დღე, ნამდვილად ყოველდღე და ზოგჯერ ღამითაც, რომ შევამციროთ რუსულ ნავთობზე, ქვანახშირსა და გაზზე დამოკიდებულება“ - განაცხადა ჰაბეკმა.


close დახურვა