logo
ENG



ჰაერის ტემპერატურა 39 გრადუსს გადააჭარბებს - როგორი ამინდი იქნება საქართველოში 9 აგვისტომდე

04 აგვ 202114:02
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/04/9gu4ekzoshgp068.jpg

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს.

მათი ცნობით, დასავლეთ საქართველოში 6-7 აგვისტოს ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს მიაღწევს, ხოლო 7-9 აგვისტოს აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლოა 39 გრადუსს გადააჭარბოს.

ამასთან, 6 – 7 აგვისტოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.


close დახურვა