logo
ENG



ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

10 აპრ 202219:05
3 წუთის საკითხავი
 
ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12-13 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა, ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი.

მათივე ცნობით, ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი, დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძალიან ძლიერი ქარი.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს", - ამბობენ სააგენტოში.


close დახურვა