ლუჰანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციული ხელმძღვანელის, სერჰი გაიდაის თქმით, რუსი სამხედროები აწარმოებენ საბრძოლო მოქმედებებს ფრონტის მთელ ხაზზე.
"არავითარი ოპერაციული პაუზა, რის შესახებაც მტერმა განაცხადა, არ ხორციელდება". - თქვა მან.
ის, რომ რუსულ ჯარებს ლისიჩანსკის აღების შემდეგ დასვენება სჭირდებათ და ამ მიზნით ოპერაციულ პაუზას იღებენ, მიმდინარე კვირას რუსეთის პრეზიდენტმაც და რუსეთის თავდაცვის მინისტრმაც თქვეს. ომის შესწავლის ამერიკულმა ინსტიტუტმა განაცხადა, რომ ეს პაუზა შემდგომი თავდასხმისთვის მზადებაა.
თუმცა, როგორც ჰაიდაი ამბობს, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება და უკრაინას უწევს, შეაკავოს რუსული შეიარაღებული ფორმირებები მთელი ფრონტის გასწვრივ.
"ისინი თავდასხმას ახორციელებენ რამდენიმე მიმართულებით. იქ, სადაც მათ წინასვლა არ შეუძლიათ, ნამდვილ ჯოჯოხეთს აწყობენ ჰორიზონტზე ტერიტორიების დაბომბვით. ამიტომ, საფრთხე ყველგან არის, კრემენიდან პოპასნამდე". - თქვა ლუჰანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
სერჰი ჰაიდაის მონაცემებით, პარასკევს, 8 ივლისს მტერმა მცირე წინსვლა განიცადა ლისიჩანსკიდან დასავლეთის მიმართულებით.
"მტერი თავს ესხმის და ესვრის ჩვენს მიწას ადრინდელი ინტენსივობით. ჩვენი სამხედროები მამაცურად იცავენ საზღვარს". - განაცხადა მან.