logo
ENG



ჰაიდაი: გავანადგურეთ რაშისტების ბაზა ლუჰანსკში, ლიკვიდირებულია 200 რუსი სამხედრო

26 აგვ 202217:21
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/26/v2g7p8mzpaheck1.jpg
Сергій Гайдай

უკრაინის ლუჰანსკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი ჰაიდაი აცხადებს, რომ დღეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კადიივკაში გაანადგურეს რუსი ოკუპანტების ბაზა, რის შედეგადაც 200 რუსი სამხედრო დაიღუპა.

ჰაიდაის ცნობით, უკრაინამ იერიში მიიტანა კადიივკაში სასტუმრო "დონბასის" შენობაზე, სადაც რუსეთის ჯარის სამხედრო-სადესანტო ბაზა 2014 წლიდან იყო მოწყობილი.

„დროებით ოკუპირებულ კადიივკაში, ლუჰანსკის რეგიონში, უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს რაშისტების ბაზა, რომელიც მათ სასტუმრო „დონბასში“ ჰქონდათ მოწყობილი. ლიკვიდირებულია რუსეთის ფედერაციის 200 სამხედრო-სადესანტო ჯარისკაცი. გაგრძელება იქნება“ - წერს ჰაიდაი.


close დახურვა