logo
ENG



ჰაიდაი: იარაღი ადრე რომ მიგვეღო, მაშინ, პრინციპში, სევეროდონეცკის დაბრუნებაც კი შეგვეძლო

22 ივლ 202214:13
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/22/uvo6iv1wzkivpke.jpg

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, უკრაიანას შეეძლო ლუჰანსკის რეგიონის ოკუპაცია აეცილებინა, დასავლური იარაღი ერთი-ორი კვირით ადრე რომ მიეღოთ.

"იარაღი ადრე რომ მიგვეღო, მაშინ, პრინციპში, სევეროდონეცკის დაბრუნებაც კი შეგვეძლო. პრობლემა ის არის, რომ რუსებს საბჭოთა არტილერიის უზარმაზარი რაოდენობა აქვთ," - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა