logo
ENG



ჰაიდაი: სევეროდონეცკის 80% რუსების მიერ არის ოკუპირებული

02 ივნ 202201:31
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/02/nhqb9ocr96o9wy9.jpg

ლუჰანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი ჰაიდაი ამბობს, რომ ქალაქ სევეროდონეცკის 80% რუსების მიერ არის ოკუპირებული. 

მისი განცხადებით, ქუჩის ბრძოლები კვლავ გრძელდება, ზოგ შემთხვევაში უკრაინის მცველები წარმატებებსაც აღწევენ. მათ შორის, უკრაინელებმა ტყვედ ჩაიგდეს 6 რუსი ჯარისკაცი. 

ჰაიდაისვე ცნობით, ლუჰანსკის რეგიონის ის ნაწილები, რომლებსაც ჯერაც აკონტროლებენ უკრაინელები, მუდმივი დაბომბვის ქვეშაა, თუმცა, ადგილობრივმა მოხალისეებმა მოახერხეს მოსახლეობამდე ჰუმანიტრული ტვირთის მიტანა, ასევე, მათი ნაწილის ევაკუაცია.

ლუჰანსკის ოლქის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სევეროდონეცკის მომიჯნავე ქალაქ ლისიჩანსკს უკრაინელები აკონტროლებენ. 

ეს სამხედრო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი და ხელსაყრელი პოზიციაა, ვინაიდან გორაკზე მდებარეობს.

სერჰი ჰაიდაის განცხადებით, მძიმე ბრძოლები გრძელდება სევეროდონეცკის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილებში - რუსი ჯარისკაცები უკრაინელთა ალყაში მოქცევას ცდილობენ. 

ჰაიდაიმდე სევეროდონეცკის შესახებ განცხადება უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა და განაცხადა, რომ "ვითარება ძალიან რთულია". 


close დახურვა