რუსმა სამხედროებმა, რომლებიც ლუჰანსკის ოლქში მდებარე ქალაქ სევეროდონეცკის 80%-ს აკონტროლებდნენ, უკრაინელების კონტრშეტევების შემდეგ უკან დაიხიეს.
ახლა უკრაინელებს ქალაქის 50% აქვთ დაკავებული. სერევორონეცკისთვის ბრძოლაში ქართველი მეომრებიც მონაწილეობენ.
ლუჰანსკის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის თქმით, რუსებმა უკან ბოლო 2 დღეა, დაიხიეს.
ჰაიდაი ამბობს, რომ რუსულმა ჯარმა დაკარგა დიდი რაოდენობით მებრძოლი, ტყვედ ჩავარდა 8 მათგანი. ამავდროულად, რუსული არმია მიზნად ისახავს სევეროდონეცკის და ლისიჩანს-ბახმუტის მაგისტრალის დაკავებას.
მისივე ცნობით, ღამიტ 30-მდე ჭურვი მოხვდა ლისიჩანსკის ჰუმანიტარულ შტაბს.
„რეგიონში ვითარება უკიდურესად მძიმეა. 4 ივნისს რუსებმა ქვემეხი საარტილერიო და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები ესროლეს სევეროდონეცკს, ლისიჩანსკს, უსტინოვკს, ვრუბოვკასა და ტოშკოვკაეს. "ტოჩკა-უ"-ს სარაკეტო კომპლექსიდან დარტყმა განხორციელდა ლისიჩანსკზე". - აცხადებს ჰაიდაი.