logo
ENG



ჰაიდაი: უკრაინელმა სამხედროებმა ლუჰანსკის ოლქის 9 დასახლება გაათავისუფლეს

31 ოქტ 202222:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/31/siyldtf3t433hu0.png

უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტებისგან ლუჰანსკის ოლქის 9 დასახლება გაათავისუფლეს. ინფორმაციას ლუჰანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი ჰაიდაი ავრცელებს.

მისივე თქმით, ცხელ წერტილად რჩება ბელოგოროვსკის რაიონი, ასევე სვატოვო და კრემენნოი. სწორად ამ მიმართულებებით იგერიებენ უკრაინის შეიარაღებული ძალები რუს სამხედროებს.

"დღესდღეობით დეოკუპირებულია 9 დასახლებული პუნქტი. იმედია, ჩვენი დამცველები ყოველ კვირეულად გაზრდიან დეოკუპირებული ადგილების რაოდენობას. ოკუპანტები ესვრიან გათავისუფლებულ ნევსკის, საიდანაც ახლა მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინაროებს", - ამბობს ჰაიდაი.


close დახურვა