logo
ENG



ჰაიდაის თქმით, სევეროდონეცკში დაკარგული ტერიტორიის 20% დაიბრუნეს

04 ივნ 202201:50
3 წუთის საკითხავი
 

ლუჰანსკის ოლქის გუბერნატორი, სერგეი ჰაიდაი ამბობს, რომ უკრაინულმა ძალებმა სევეროდონეცკის 20% დაიბრუნეს.

მისივე თქმით, ჯარისკაცები გმირულად იბრძვიან, რათა მტერმა გარღვევა ვერ მოახერხოს.

"უკვე ბევრჯერ მოვისმინე, რომ რუსულმა არმიამ სევეროდონეცკი სრულად დაიპყრო. ამიტომ მინდა გითხრათ, რომ, არა, არ დაუპყრია სრულად. უფრო მეტის, თუ ადრე მძიმე სიტუაცია იყო - ტერიტორიის სადღაც 70% იყო დაპყრობილი, სადღაც 20% უკვე უკან დავიბრუნეთ", - თქვა ჰაიდაიმ.


close დახურვა