logo
ENG



ჰაიტიზე მომხდარ მიწისძვრას 29 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

14 აგვ 202122:27
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/14/jmh66uo6oqv98h6.png

ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად 29 ადამიანი გარდაიცვალა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სენ-ლუი დუ სუდიდან 12 კილომეტრში იყო.

მიწისძვრის მაგნიტუდა 7.2-ს შეადგენდა, რამაც შენობების ნგრევა გამოიწვია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადგილობრივი კლინიკებში ძალიან ბევრი დაშავებული ადამიანია მოთავსებული. 

ჰაიტიზე მასშტაბური მიწისძვრა 2010 წელსაც მოხდა. კუნძულზე 11 წლის წინანდელი დამანგრეველი კატაკლიზმის შედეგებს ამ დრომდე იმკიან. 

2010 წლის მიწისძვრის შედეგად ჰაიტზე 200 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. უზარმაზარი ზარალი მიადგა ინფრასტრუქტურას და ეკონომიკას. 


close დახურვა