logo
ENG



ჰაიტიში თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 15 ბავშვი ემსხვერპლა

15 თებ 202012:39
3 წუთის საკითხავი
 

ტრაგედია მოხდა ჰაიტიზე. თავშესაფარში გაჩენილ ხანძარს 15 ბავშვი ემსხვერპლა. ორი ცოცხლად დაიწვა, 13 კი კვამლით გაიგუდა. თავშესაფარი ამერიკული რელიგიური ორგანიზაციის პატრონაჟის ქვეშ იყო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. თავშესაფარში მცხოვრები ბავშვები აცხადებენ, რომ ცეცხლის გაჩენამდე  შენობაში ელექტროენერგია გამოირთო და ოთახებში სანთლები აანთეს. სავარაუდოდ, ხანძარი სწორედ ამის გამო გაჩნდა. 


close დახურვა