გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრი თომას ჰაკერი Atlantic Council-ის თანამშრომლების - ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლში ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს X-ზე განცხადებით ეხმაურება და ამბობს, რომ გავრცელებული ცნობები საგანგაშოა.
"საპარლამენტო არჩევნებამდე ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას მიმართ გამოძიების შესახებ ცნობები საგანგაშოა. ბრძოლა დეზინფორმაციის წინააღმდეგ მთავრობის ინტერესში უნდა იყოს. ნაცვლად ამისა, მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინება. რა სირცხვილია", - წერს ის X-ზე.
Reports about investigations targeting @EtoBuziashvili and @SGelava just before parliamentary elections are alarming. The fight against disinformation should be in the interest of the government. Instead, civil society representatives are intimidated. What a shame. (TH) #Georgia
დღეს დილიდან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ჩხრეკას ატარებდნენ ატლანტიკური საბჭოს ორი თანამშრომლის, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლებში.
სახლიდან წაიღეს კომპიუტერული ტექნიკა.
ასევე ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახური იმყოფებოდა ძმებ ონისე და სანდრო ცხადაძეების სახლშიც, საიდანაც კომპიუტერული ტექნიკა წაიღეს.
ასევე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები დილიდან იმყოფებიან ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში. ადგილზე მიმდინარეობს ჩხრეკა.