logo
ENG



ჰაკერული თავდასხმა ქართულ საიტებზე - ვებ გვერდების ნახევარზე მეტი აღდგენილია

29 ოქტ 201908:22
3 წუთის საკითხავი
 
nygd2ftqyepi3ct.png

ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური ჰაკერული თავდასხმა ქართულ საიტებზე - ამ დროისთვის ვებგვერდების ნახევარზე მეტი აღდგენილია. საუბარია 2000-მდე საიტსა და ტელევიზიაზე, რომელთა საქმიანობაც რამდენიმე საათის განმავლობაში პარალიზებული იყო. კომპანია პროსერვისმა, რომლიც ამ ვებგვერდების სასერვეროს მფლობელია, განცხადებას გაავრცელა:

კომპანიაში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა პრობლემის აღმოსაფხვრელად. ვებგვერდების აღდგენა დღის ბოლომდე იგეგმება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე რამდენიმე პირი დაკითხა.

 

 


close დახურვა