ჰამასმა ორი მძევალი გაათავისუფლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
79 წლის ნურიტ კუპერი და 85 წლის იოჩევედ ლუფშიტცი ჰამასმა საკუთარი სახლებიდან, 7 ოქტომბერს გაიტაცა. ისინი 17 დღის განმავლობაში ტყვეობაში იყვნენ.
როგორც The Times of Israel წერს, მძევლებს საზღვარზე მიიყვანენ, სადაც წითელ ძვარს გადასცემენ. მათი ოჯახები უკვე ინფორმირებულები არიან.
ორივე ქალი ისრაელის მოქალაქეა. მათი ქმრები ჯერ კიდევ ღაზაში, ჰამასის ტყვეობაში არიან.