67 წლის პროდიუსერს ჰარვი ვაინშტაინს ნიუ-იორკის სასამართლომ 23 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლომ ვაინშტაინს მესამე ხარისხის სიმძიმის გაუპატიურება და პირველი ხარისხის სიმძიმის სექსუალური ძალადობა დაუმტკიცა.
სექსუალური ძალადობის საქმე ვაინშტაინს მირიამ ჰელეის ჩვენების საფუძველზე დაუმტკიცდა. მისი თქმით, ჰარვი უაინშტაინმა2006 წელს ორალური სექსი აიძულა.
ცნობილია, რომ 2017 წელს 80-მდე ქალმა ჰარვი სექსუალურ შევიწროებაში, ხოლო 6-მა გაუპატიურებაში დაადანაშაულა.