კარლ ჰარცელი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 წლის იუბილეს ეხმაურება და ამბობს, რომ შეთანხმება „ახლო ურთიერთობის საიმედო დასაყრდენია".
ევროკავშირის ელჩი საქართველოში ულოცავს ქვეყანას ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 წლის თავს და იმედს გამოთქვამს, რომ ურთიერთობები მხარეებს შორის უფრო გაღრმავდება.
„მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნიკური დოკუმენტია, ის ასახავს ჩვენს საერთო ღირებულებებსა და მიზნებს. იგი წარმოადგენს პოტენციალის გამოვლენის გასაღებს, რომლის მიზანიც ერთად გვაქვს დასახული.
გილოცავთ იუბილეს როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირს! იმედი მაქვს, რომ გავაგრძელებთ ერთობლივ ძალისხმევას ჩვენი პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის და მომავალ წლებში კიდევ უფრო დაახლოებისათვის", - ნათქვამია ჰარცელის განცხადებაში.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულება 2014 წელს გაფორმდა.