logo
ENG



ჰარცელი: ვიმედოვნებ, 29 ივნისს დაბრუნდება 8 მარტის სულისკვეთება 142 ხმით მხარდაჭერის ჩათვლით

23 ივნ 202015:44
3 წუთის საკითხავი
 
tnk3ig59spg0127.jpg

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი საარჩევნო სისტემასთნ დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით მიღებას გამოეხმაურა.

როგორც ჰარცელმა აღნიშნა, ის პარლამენტის დღევანდელ გადაწყვეტილებას მიესალმება და იმედოვნებს, რომ საბოლოო მოსმენისას კანონპროექტს ხმას 142 მხარდამჭერი ეყოლება.

„მივესალმები მთავარი საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღებას. სამწუხაროა, რომ ეს ხმათა მცირე სხვაობით მოხდა. ვიმედოვნებ, რომ საბოლოო მოსმენის წინ 29 ივნისს დაბრუნდება 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთება 142 ხმით მხარდაჭერის ჩათვლით“,-წერს ჰარცელი ტვიტერის გვერდზე.


close დახურვა