logo
ENG



ჰარცელი გაფრინდაშვილზე: მივესალმები ექიმი გაფრინდაშვილის გამოშვებას

28 დეკ 201915:10
3 წუთის საკითხავი
 
j6mlo8tepjrkam1.jpg

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, ტვიტერზე ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება. ჰარცელი გაფრინდაშვილის გათავისუფლებას მიესალმება და ამავდროულად გამშვები პუნქტების ხელახლა გახსნის საჭიროებაზე საუბრობს.

„მივესალმები ექიმი გაფრინდაშვილის გამოშვებას და საკუთარ ოჯახში საახალწლოდ დაბრუნებას. ამავე დროს, ნება მიბოძეთ, გავიხსენო გამშვები პუნქტების ხელახლა გახსნისასთვის ნაბიჯების დაუყოვნებლივ გადადგმის საჭიროება“, - წერს კარლ ჰარცელი.


close დახურვა