logo
ENG



ჰეზბოლამ ისრაელის ქალაქ ხაიფაზე სარაკეტო შეტევა განახორციელა

07 ოქტ 202410:42
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/07/76d8eyccvrq0k1e.jpg

ისრაელის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ხაიფაზე ლიბანური დაჯგუფება ჰეზბოლას სარაკეტო შეტევის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიჭრა.

გავცელებული ინფორმაციით, გვიან ღამით ჰეზბოლამ განაცხადა, რომ სამიზნე სამხედრო ბაზა იყო.

ისრაელის პოლიციის ცნობით, რაკეტების ნამსხვრევები ქალაქის ორ დასახლებულ რაიონში აღმოაჩინეს. როგორც ცნობილია, საჰაერო თავდაცვის სისტემამ ოცამდე რაკეტა დააფიქსირა, თუმცა ყველას განადგურება ვერ შეძლო.

თავის მხრივ, ღამით ისრაელის არმიამ ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ჰეზბოლას ობიექტებზე მორიგი იერიში მიიტანა. სამხედრო-საჰაერო ძალების ინფორმაციით, დაარტყეს ჰეზბოლას დაზვერვის სამსახურის ოფისს, იარაღის საწყობსა და სხვა ობიექტებს.

 


close დახურვა