logo
ENG



ჰეზბოლამ ისრაელისკენ 320 რაკეტა ისროლა, თელავივმა ლიბანზე პრევენციული დარტყმები განახორციელა

25 აგვ 202410:29
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/25/iyb8dka1ifvdpqg.jpeg

დაჯგუფება ჰეზბოლამ ისრაელის მიმართულებით 320 რაკეტა გაისროლა.   დაჯგუფებაში აცხადებენ, რომ სამიზნე ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე 11 სამხედრო ბაზა იყო.  

როგორც ჰეზბოლას განცხადებაშია ნათქვამი, ეს იერიში არის თავდასხმის პირველი ფაზა და 30 ივლისს დაჯგუფების სამხედრო მეთაურის, ფაუდ შუქრის მკვლელობის პასუხად განხორციელდა.  

რაც შეეხება ისრაელს, თელავივში ამბობენ, რომ ლიბანის ტერიტორიაზე პრევენციული დარტყმები განხორციელდა. ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ცნობით, სამიზნე ის ადგილები იყო, საიდანაც დაჯგუფება ისრაელის წინააღმდეგ დარტყმებს ამზადებდა.  

ლიბანის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ისრაელის საპასუხო ქმედების შედეგად 1 ადამიანი დაიღულა - ის აფეთქებას ემსხვერპლა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მომდევნო 48 საათით ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ისრაელის ხელისუფლება ამბობს, რომ ჰეზბოლას მხრიდან თავდასხმის განმეორება მოსალოდნელია.


close დახურვა