აშშ-ის ჰელსინკის კომისია 2008 წლის აგვისტოს ომის მეთოთხმეტე წლისთავს ეხმიანება და აცხადებს, რომ "აშშ, ქართველ ხალხთან ერთად, რუსეთის სასტიკი კოლონიალიზმის წინააღმდეგ დგას".
ჰელსინკის კომისია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, "იმუშაოს დასავლელ პარტნიორებთან, რათა შეაჩეროს რუსეთის მავნე გავლენა და გააძლიეროს რეგიონული უსაფრთხოება".
"14 წლის წინ რუსეთის ძალადობრივი იმპერიული გეგმები მსოფლიომ საქართველოში დაინახა. ყალბი საბაბით თავდასხმის დაწყების შემდეგ, რუსეთის ჯარებმა ეთნიკურად გაწმინდეს ათიათასობით ადამიანი, გამოიწვიეს ნგრევა და შედეგად, საქართველოს ტერიტორიის 20% დღესაც ოკუპირებულია.
ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ვდგავართ რუსეთის სასტიკი კოლონიალიზმის წინააღმდეგ. ვინაიდან რუსეთი აგრძელებს ოკუპაციასა და გენოციდს უკრაინაში, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, იმუშაოს დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა შეაჩეროს რუსეთის მავნე გავლენა და გააძლიეროს რეგიონული უსაფრთხოება", - აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.
Fourteen years ago, #Russia's violently imperial designs were laid bare for the world to see in #Georgia. After launching an assault on false pretexts, Russia's forces ethnically cleansed tens of thousands, committed wanton destruction, and today occupy 20% of Georgian territory.
We stand with the Georgian people against Russia's brutal colonialism. As #Russia continues its occupation and commits genocide in Ukraine, we call on #Georgia's government to work with its Western strategic partners to stop Russian malign influence and enhance regional security.
— Helsinki Commission (@HelsinkiComm) August 8, 2022