ჰილარი კლინტონი ბერლინალეს სტუმარი გახდა. კინოფესტივალზე შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის ცხოვრების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი უჩვენეს.
წითელ ხალიჩაზე ჟურნალისტებთან გასაუბრების დროს ჰილარი კლინტონმა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზეც გააკეთა განცხადება. ყოფილ სახელმწიფო მდივანს არ დაუსახელებია, თუ ვინ იქნება, მისი აზრით, დემოკრატიული პარტიის მხრიდან პრეზიდენტობის საბოლოო კანდიდატი, თუმცა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის დამარცხება ნებისმიერ მათგანს შეეძლება.