ჰოლანდიელი ოჯახი 9 წლის განმავლობაში სარდაფში იყო გამოკეტილი. მამაკაცი და მისი ექვსი შვილი, რომელთა ასაკი 16-დან 25 წლამდეა, ერთ-ერთ ფერმაში იპოვეს.
სამართალდამცველებს მათ შესახებ ადგილობრივი პაბის მფლობელმა შეატყობინა. პაბში სარდაფიდან გაპარული 25 წლის ბიჭი მივიდა და სასმელის შეკვეთისას საკუთარი ოჯახის შესახებ მოყვა.
პოლიციამ ფერმის გამქირავებელი დააკავა, რომელიც შენობაში პერიოდულად ოჯახს აკითხავდა, თუმცა ის გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს.