![2022/05/26/ll3yk2gka7lh6kb.jpeg](/uploads_script3/articles/2022/05/26/ll3yk2gka7lh6kb.jpeg)
ჰოლივუდის მსახიობი რეი ლიოტა 67 წლის ასაკში გარდაიცვალა. ლიოტა ცნობილია რეჟისორ მარტინ სკორსეზეს ფილმებით Goodfellas-სა და Field of Dreams-ში შესრულები როლებით.
ამერიკული ტაბლოიდების ინფორმაციით, ლიოტა ძილში გარდაიცვალა. ის დომინიკანას რესპუბლიკაში ფილმ - Dangerous Waters-ის გადაღებაზე იმყოფებოდა.
მისი გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ლიოტას ნათამაშები აქვს ისეთ ცნობილ ფილმებშიც როგორებიცაა: ფენიქსი, ჰანიბალი, იდენტობა, კონტროლი, მოკალი მშვიდად.