logo
ENG



ჰომოფობიაც პანდემიაა, რომელიც აუცილებლად დასრულდება - დღეს ონლაინ-დისკუსია გაიმართება

17 მაი 202011:20
3 წუთის საკითხავი
 

ჰომოფობიაც პანდემიაა, რომელიც აუცილებლად დასრულდება - ასეთია დღეს საქართველოში ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიების წლევანდელი სლოგანი.

ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დროშები გამოიფინა. ასევე დაგეგმილია ონლაინ-დისკუსია. 

"ჩვენი მთავარი გზავნილია ის, რომ პანდემია აუცილებლად დასრულდება. ასევე დასრულდება ჰომოფობიაც, თუმცა საჭიროა ზომების მიღება საზოგადოებისა და სახელმწიფოსგან. უნდა ვისაუბროთ ამ თემაზე. პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გართულდა ამ საკითხთან დაკავშირებული პრობლემები და დღეს ჩვენ საღამოს, 6-ზე ვიკრიბებით", - აღნიშნავს გიორგი თაბაგარი.

როგორც აქციის ორგანიზატორები ამბობენ, ლგტბ თემს მუდმივად სახლში უწევს ყოფნა, რადგან საჯარო სივრციდან გარიყულია. 

"ხელისუფლება არ არის ბოლომდე დამოუკიდებელი და საპატრიარქოს გავლენები რიგ შემთხვევაში არსებობს და გვაქვს სეკულარიზმის კრიზისი. ხელისუფლება უნდ ამოქმედებდეს ადამიანის და დემოკრატიის პირნციპიებიდან გამომდინარე. გარიყულები ვართ საზოგადოებიდან და მოგვიწოდებენ, დავრჩეთ სახლში. 365 დღე არის სახლში ლგტბ ადამიანების ცხოვრება, მაშინ როცა პანდემიის დროს ორი თვე მოუწია მოსახლეობას ამის გამოცდა", - აღნიშნავს მარიამ კვარაცხელია.

საერთაშორისო საზოგადოება ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 


close დახურვა