logo
ENG



ჰონგ-კონგის ლიდერის მიმართვა საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციამ ჩაშალა

16 ოქტ 201915:08
3 წუთის საკითხავი
 
wbm7wpip0cead8b.jpg

ჰონგ-კონგის ლიდერის მიმართვა საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციამ ჩაშალა. კერი ლემის ყოველწლიური გამოსვლისას ოპოზიციის წარმომადგენლებმა მის ზურგს უკან პლაკატები გაშალეს და დემონსტრანტების მხარდამჭერ ლოზუნგებს ყვიროდნენ. 

ლემმა გამოსვლა რამდენჯერმე შეწყვიტა, შემდეგ კი იძულებული გახდა დარბაზი დაეტოვებინა. ოპოზიცია ლემს დემონსტრანტების მოთხოვნებზე პასუხის გაცემას სთხოვდა. მოთხოვნებს შორის ანტისამთავრობო აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებაა. არეულობა ჰონგ კონგში უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება.  


close დახურვა