საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარების აკრძალვის შემდეგ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები არ წყდება. დღეს მომიტინგეებმა ქუჩებში აღმართული ბარიკადები დაწვეს, დაარბიეს სამთავრობო შენობები და მეტროსადგურები, ძალოვნებს კი ქვები დაუშინეს. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. არიან დაკავებულებიც.
შეტაკებების ახალი ტალღა ჰონგ-კონგში უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც აქციებზე ნიღბების აკრძალვის კანონი ძალაში დატოვა.