არეულობა გრძელდება ჰონგ-კონგშიც. შეტაკებები ერთდროულად ქალაქის ფინანსურ ცენტრსა და ორი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. დემონსტრანტებმა გზები გადაკეტეს და ცეცხლი წაუკიდეს ავტომობილს, სამართალდამცველები კი მათ წინააღმდეგ ცრემლმსადენ გაზსს იყენებენ. დაკავებულია 10-ზე მეტი მომიტინგე. შეტაკებები ჰონგ-კონგში მას შემდეგ განახლდა, რაც ადმინისტრაციის ლიდერმა ანტი-სამთავრობო აქციის მონაწილეებს ეგოისტები უწოდა. არეულობის გამო დღეს ქალაქში მეტროს მუშაობაც შეწყდა.