logo
ENG



ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები განახლდა

01 დეკ 201913:51
3 წუთის საკითხავი
 
uoj3gbz6mb7ehbb.jpg

ჰონგ-კონგი ისევ საპროტესტო აქციებმა მოიცვა. ათასობით ადამიანი ქუჩებში მხოლოდ ერთი მოთხოვნით გამოვიდა - ისინი პოლიციას  მოუწოდებენ, მომიტინგეთა წინააღმდეგ არასდროს გამოიყენონ ძალა და ცრემლმდენი გაზი. მომიტინგეები აცხადებენ, რომ რამდენიმეთვიანმა ანტისამთავრობო გამოსვლებმა მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ხელისუფლება მომიტინგეებს არ ინდობს და ოპონენტების წინააღმდეგ პოლიციას იარაღად იყენებს.

დემონსტრანტებს სიმბოლურად პირბადეები ეკეთათ, ხელში კი ყვითელი ბურთები ეკავათ. მანიფესტაცია მშვიდობიანი იყო და ექსცესების გარეშე დასრულდა.


close დახურვა