logo
ENG



ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციების ტალღა კვლავ დაძაბულობისა და ქაოსის ფონზე მიმდინარეობს

11 ნოე 201909:57
3 წუთის საკითხავი
 
rt0ahur4zizkcaf.png

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციების ტალღა კვლავ დაძაბულობისა და ქაოსის ფონზე მიმდინარეობს. ინტერნეტში ვიდეომასალა გავრცელდა, რომელშიც ჩანს როგორც ესვრის პოლიციელი დამიზნებით დემონსტრანტებს. ერთ-ერთი დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. აქციის დაწყებიდან დღემდე, პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების მისამართით დამიზნებით სროლის ეს უკვე მესამე შემთხვევაა. ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციების ტალღა ზაფხულში, ჩინეთში ექსტრადირების კანონპროექტის გაწვევით დაიწყო, თუმცა დროთა განმავლობაში მომიტინგეების მოთხოვნები გაიზარდა. აქციის მონაწილეები პოლიციას უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ.


close დახურვა