logo
ENG



ჰონგ-კონგში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა

27 ნოე 202509:57
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/27/0uq4vbwnxe785z8.jpg

ჰონგ-კონგში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა. ხანძრის შედეგად დაშავებული 45 ადამიანი ჯერ კიდევ კრიტიკულ მდგომარეობაშია, 279 მოქალაქე კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

ჰონგ-კონგის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, რვა შენობიდან ოთხში ხანძარი კონტროლის ქვეშაა.

პოლიციამ ხანძართან დაკავშირებით 3 ადამიანი დააკავა - სამშენებლო კომპანიის ორი დირექტორი და საინჟინრო კონსულტანტი.

ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ექსპერტი მიიჩნევს, რომ საცხოვრებელ კომპლექსში ხანძარი კორპუსების დამაკავშირებელი ბამბუკის ხარაჩოების დიდმა რაოდენობამ გაამწვავა.

ხანძარს უმაღლესი მეხუთე დონე მიენიჭა. მას 800-ზე მეტი მეხანძრე ებრძვის.


close დახურვა