აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში მარცხდება, უკრაინა კი იმარჯვებს.
ბლინკენმა ეს განცხადება უკრაინა-პოლონეთის საზღვართან გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
"რუსეთი ცდილობდა, მისი მიზანი იყო, უკრაინისთვის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა წაერთმია. ეს მიზანი ჩაიშალა.
ის ცდილობდა, თავისი ეკონომიკის და ჯარის სიძლიერე დაემტკიცებინა. რა თქმა უნდა, მხოლოდ ამის საპირისპიროს ვხედავთ". - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან ერთად ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის მაღალი თანამდებობის პირებს კიევში 24 აპრილს შეხვდნენ. რუსეთის შეჭრის დაწყებიდან ეს ამერიკელი დიპლომატების პირველი ვიზიტია უკრაინაში.
აშშ-მ განაცხადა, რომ $700 მილიონზე მეტს გამოყოფს რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. თანხის ნაწილი პირდაპირ უკრაინაში წავა, ნაწილს კი NATO-ს წევრი ქვეყნები და სხვა რეგიონული მხარდამჭერები გაინაწილებენ. ამასთან, აშშ უკრაინას $165 მილიონის ტყვია-წამალს მიაწვდის.