17 წლის სტიქაროსანი სასულიერო პირს გარყვნილ ქმედების მცდელობაში ადანაშაულებს. კერძოდ, შაბათის ფორმულას ევროპის ერთერთი ქალაქიდან შეატყობინეს და მტკიცებულებად გადასცეს ის წერილები და ვიდეო ფაილები, რასაც მღვდელი არასრულწლოვან სტიქაროსანს უგზავნიდა. ამ ფაქტს ეკლესიის წინამძღვარიც ადასტურებს.
არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების მცდელობაში შემჩნეული სასულიერო პირის შესახებ სტიქაროსნის ოჯახმა მას შემდეგ გაიგო, რაც მოზარდმა მშობლებს მღვდლის მიმოწერაზე უამბო და შეტყობინებები უჩვენა.
არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვნის დედა ევროპიდან საქართველოში ჩამოვიდა და სასულიერო პირისა და მისი შვილის მიმოწერა საპატრიარქოს პირადად გადასცა.
ამავე ტაძრის სხვა სასულიერო პირები ამბობენ, რომ მღვდელმა ევროპის ერთ-ერთი ქალაქი, ამბის გახმაურებიდან 2 კვირაში დატოვა და საქართველოსი დაბრუნდა.
ფორმულამ დაადგინა, რომ მღვდელი არასრულწლოვანს სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს და უხამს ვიდეოებს პერიოდულად უგზავნიდა.
შაბათის ფორმულას ინფორმაციით, მღვდელი საქართველოშიც იყო ანალოგიურ შემთხვევებში მხილებული, ერთ-ერთი რეგიონიდან ევროპის ეკლესიაში წასვლის შემდეგ კი თითქმის 2 წელი საეკლესიო საქმიანობას ეწეოდა.