logo
ENG



“კონსერვატიული პარტია“ 2020 წლის არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას

11 ოქტ 201916:26
3 წუთის საკითხავი
 
y3ivnhss80ke11g.jpg

2020 წლის საპარალამენტო არჩევნებში „კონსერვატიული პარტია“ მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს, თუმცა კვლავ რჩება ფრაქცია "ქართული ოცნების" ფრთად. ამის შესახებ პარტიის წევრმა ზვიად ძიძიგურმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისი თქმით, "კონსერვატიული პარტია" არც მომავალში გამორიცხავს "ქართულ ოცნებასთან"ერთად კოალიციაში ყოფნას.

რაც შეეხება ოპოზციის შეფასებებს, რომ არაა გამორიცხული მმართველმა პარტიამ 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობისთვის სატელიტი პარტიები შექმნას, ძიძიგურმა აღნიშნულს ვარაუდები უწოდა და კომენტარისგან თავი შეიკავა. 

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და ბუნებრივი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება.

 


close დახურვა