„ბოლო იყო 78 500, ჩემო მეგობარო და გამძლეობას გისურვებ“ - ეს შეტყობინება „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ჩალაგაშილმა, მისი დაჯარიმების ფაქტის კომენტირებისას, პატიმრობაში მყოფ მეგობარს, ირაკლი ოქრუაშვილს გაუგზავნა.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რას გულისხმობდა, ჩალაგაშვილი პასუხობს, რომ ირაკლი მიხვდება.
„მივმართე ირაკლი ოქროაშვილს და ის მიხვდება, პატარა ივენთს ვამზადებთ მე და ირაკლი და შედეგს მერე ნახავთ. აქედან გავუგზავნე შეტყობინება“, - განაცხადა ჩალაგაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სასამართლომ ჩალაგაშვილი, წვრილმანი ხულიგნობისთვის, 700 ლარით დააჯარიმა.