logo
ENG



„ევროპული საქართველო“ ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებს

04 ოქტ 201912:25
3 წუთის საკითხავი
 
jsy5zg1hu3yo2ws.png

„ევროპული საქართველო“ ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებს - განცხადება ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა.

 

ჭიაბერაშვილის თქმით, ოპოზიციონერ დეპუტატებს მინისტრთან რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე აქვთ კითხვები. მათ შორის, ეროვნული ვალუტის გაუფასურება, საგარეო ვალის ზრდა, უცხოური ინვესტიციების შემცირება, საპენსიო რეფორმა და ქვეყნის არასწორი ეკონომიკური განვითარება.

 

თავად მმართველი გუნდის წევრები „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნას არ ეთანხმებიან და ამ ეტაპზე მაჭავარიანის პარლამენტში დაბარების აუცილებლობას ვერ ხედავენ. მათი თქმით, ეს თემა პოლიტიკური დღის წესრიგის საკითხია, ამიტომ მინისტრთა კაბინეტის წევრები პარლამენტში საჭიროების მიხედვით მიდიან. უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ამ შემთხვევაში, ფინანსთა მინისტრის დაბარება მხოლოდ კონკრეტული ოპოზიციური პარტიის სურვილია.


close დახურვა