logo
ENG



„იმედია, შსს-ს წარმომადგენლები აქციის ჩატარებაში ხელს არ შეგვიშლიან“ - აქცია თელავში

20 ოქტ 201912:22
3 წუთის საკითხავი
 
xu6fkyloi89w99i.png

თელავში საპროტესტო აქცია იგეგმება. მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ დემონსტრაციას საღამოს 5 საათზე გეგმავს. თელავის მერიამ ორგანიზატორებს აქციის ჩატარების უფლება არ მისცა, თუმცა მოძრაობის წევრები ამ პასუხს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებენ და პროტესტს მაინც გეგმავენ. აქციის წევრების თქმით, თელავში დედაქალაქიდან ბევრი ხალხი ჩავა  და ასევე, მათ შეუერთდებიან უშუალოდ თელაველებიც.

„მთელი საქართველო უნდა მოვიაროთ,  ყველას უნდა მოვუყვეთ ამ ისტორიულ მონაპოვარზე, პროპორციულ არჩევნებზე და მის მნიშვნელობაზე, ვისაუბრებთ ადგილობრივ პრობლემებზე, ჩვენთან იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც თელავში არიან წარმოდგენილები, ადამიანები, ვინც პროდასავლური პარტიების ხელმძღვანელები არიან, ადგილობრივებიც და თბილისიდან ჩამოსულები. საკმაოდ ხალმხრავალი აქცია გამოგვივა აბსოლუტურად მშვიდობიანი და იმედი მაქვს, რომ თელავის მერია ასეთ შეცდომას არ დაუშვებს და მით უმეტეს შინაგან საქმეთა სამინისტროს  წარმომადგენლები არ დაიწყებენ ხელის შეშლას“, - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

ანტისაოკუპაციო აქციების ორგანიზატორებმა რუსთაველზე 93-დღიანი პროტესტის შემდეგ რეგიონებში გასვლა დააანონსეს. კახეთი ამ კამპანიის ფარგლებში პირველია.

 

 


close დახურვა