„ლადო დაგვიბრუნე ლადოს ბაღი“ - ამ სახელით სამოქალაქო მოძრაობამ სოლოლაკში აქცია გამართა. მთაწმინდის მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატი, ლევან იოსელიანი და აქციის მონაწილეები ლადო კახაძისგან „ლადოს ბაღის“ ხალხისთვის დაბრუნებას ითხოვენ.
„ლადო კახაძე წინასაარჩევნო პერიოდში დაჰპირდა მოსახლეობას, რომ მოაგვარებდა ბაღის პრობლემას, თუმცა პირობა არ შეასრულა, მოვიდეს მთაწმინდის მაჟორიტარი ლადო კახაძე აქ, ლადოს ბაღში და იზრუნოს იმაზე, რომ ეს ბაღი დაუბრუნდეს სოლოლაკს, მთაწმინდას და, საერთოდ, ქალაქს“ - ამბობს ელსიაშვილი.
აქციის მონაწილეების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მათ რამდენიმე თვის წინ სკვერი დაასუფთავეს, ადგილზე მაინც ანტისანიტარიაა.