logo
ENG



„ლიმონკაზე“ დაგსვამთ! - ჭიჭიაშვილის ოჯახი „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდა

09 ოქტ 201919:17
3 წუთის საკითხავი
 
6bnub9tjrwyeiqr.jpg

უკრაინაში მოკლული შოთა ჭიჭიაშვილის ოჯახის წევრები „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა პანკისში მოხდა, როდესაც „ფორმულას“ ჟურნალისტი ჭიჭიაშვილის დაკრძალვაზე მომხდარი ინციდენტის დეტალების გარკვევას ცდილობდა.

„ლიმონკაზე“ დაგსვამთ, დაგხოცავთ!“ - ამ სიტყვებით დაემუქრნენ ჭიჭიაშვილის ოჯახის წევრები „ფორმულას“ ჟურნალისტს. 

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი გუშინ საღამოს რესტორანთან მოხდა, სადაც შოთა ჭიჭიაშვილის ახლობლები იმყოფებოდნენ.  მზია ქავთარაშვილი ტერიტორიაზე მანქანით შეიჭრა და გარდაცვლილის ახლობლებს დაეჯახა. მედიასთან საუბარში ოჯახი ამბობდა, რომ მზია ქავთარაშვილმა დანაშაული განზრახ ჩაიდინა. ჟურნალისტის შეკითხვებს კი ოჯახმა აგრესიით უპასუხა. პოლიციას თვითმხილველები ჯერ არ გამოუკითხავს. არაა დაკავებული მზია ქავთარაშვილიც. 

ჭიჭიაშვილი 2000-იან წლებში პანკისში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. მის სახელს არაერთი ხმაურიანი გატაცება და ტერორისტული აქტი უკავშირდება. შოთა ჭიჭიაშვილი უკრაინაში, კიევის ოლქში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 2 ოქტომბერს მოკლეს.


close დახურვა