logo
ENG



„შეცვალეს“ წევრები ძალოვან უწყებებს სიგარეტის კონტრაბანდის მფარველობაში ადანაშაულებენ

08 თებ 202014:14
3 წუთის საკითხავი
 

მოძრაობა „შეცვალეს“ წევრები ძალოვან უწყებებს სიგარეტის კონტრაბანდის მფარველობაში ადანაშაულებენ. სამოქალაქო აქტივისტებმა  შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქცია გამართეს. ისინი აცხადებენ, რომ უაქციზო, კონტრაბანდული სიგარეტის რეალიზაცია, სამეგრელოს გარდა, საქართველოს დანარჩენ რეგიონებშიც გაზრდილია. 

აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ სიგარეტის ყუთები, რომელსაც გაფორმებულია ვახტანგ გომელაურის, გიორგი გახარიას და ბიძინა ივანიშვილის ფოტოებით. სიგარეტის კოლოფების ჩაბარებას ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს კანცელარიაში აპირებდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება არ მისცეს და განუცხადეს, რომ დაკეტილია კანცელარია.

„ქართულმა ოცნებამ", დღევანდელმა მთავრობამ ყველაფერი იღონა, რომ საქართველოში დაბრუნებულიყო კონტრაბანდა. ყოველდღიურად მასშტაბები იზრდება, სამეგრელოს გარდა უკვე გამოჩნდა იმერეთშიც. პროტესტის ნიშნად მოვიტანეთ მათი სახეებით გამოხატული სიგარეტის კოლოფები. ისინი არიან მაფიოზები, რადგან მაფიოზური გზებით ახორციელებენ ქვეყნის მართვას. სწორედ მაფიოზური ხერხია, რომ „დაკრიშო“ არალეგალური საქმიანობა. ჩვენ ამ კოლოფების დატოვება შსს-ს კანცელარიაში გვინდოდა, რათა გომელაურს ამის შემდეგ მაინც გამოეცხადებინა კონტრაბანდასთან ბრძოლა და არა ხელშეწყობა,“ - განაცხადა მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტმა.


close დახურვა