სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეიკრიბნენ და მსვლელობით ე.წ. მოდულის შენობასთან გადაინაცვლეს.
„ხელისუფლების მხარდაჭერა ყოველდღიურად მცირდება, ისეთ საშინელებებს აკეთებენ... უმწეობის შეგრძნება გვთრგუნავს, რომ ამ წამს ვერაფერს ვშვებით, მაგრამ ის გვამშვიდებს, რომ ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ და ვიდგებით“ - მიშა მშვილდაძე