თბილისის მერიამ 31 დეკემბერს დაგეგმილ საახალწლო კონცერტთან დაკავშირებით შპს Smart Event-თან (ტენდერის გარეშე) 718 874 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა.
დოკუმენტში აღნიშნულია მუსიკოსების, წამყვანების, ქორეოგრაფების და ღონისძიებაში მონაწილე ყველა პირის ჰონორარი, ასევე კონცერტში მონაწილე მუსიკოსების ვინაობა.
გალა კონცერტი გაიმართება პირველი რესპუბლიკის მოედანზე, მისი ხანგრძილოვობა იქნება არანაკლებ ორი საათისა და გარდა მუსიკალური ნომრებისა, კონცერტი მოიცავს აკრობატულ შოუსაც.
31 დეკემბერს გალა კონცერტზე იმღერებენ:
სოლისტები:
- ნატო მეტონიძე
- სტეფანე და სტეფანია მღებრიშვილები
- ეკატერინე მამალაძე
- ნუკრი კაპანაძე
- ეკატერინე კახიანი
- ლიზა ბაგრატიონი
- ნატალია ქუთათელაძე
- დავით ალადაშვილი
- ნიკოლოზ კოჩაროვი
- ანასტასია ვასაძე, ოთო ბაზერაშვილი, ნიკოლოზ ხარატი, ვაჩე ღვინიაშვილი
- მაია ჯაბუა
- გიორგი მახარაშვილი
- სოფო გელოვანი
- მარიამ ებრალიძე
- ანრი ჯოხაძე
- ანა დოიაშვილი
- საბა მიქელაძე
- ნინა სუბლატი
- ლიკა სირაძე
- სანდრო მოსეშვილი
- საბა ჩაჩუა
- თინათინ დათიკაშვილი
- კახა ასლამაზიშვილი
- მარიამ როინიშვილი
- კოსტანტინე ყიფიანი
- ნიკოლოზ ქაჯაია
ანსამბლები:
- ერისიონი
- შვიდკაცა
- მართვე
- გორის გოგონათა გუნდი
ორკესტრი:
- ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, ხელმძღვანელი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი.