ფრონტზე მდგომარეობა ბევრად უკეთესია, ვიდრე ბოლო 3 თვის განმავლობაში. ჩვენ გვქონდა სიძნელეები საარტილერიო საბრძოლო მასალის, საჰაერო თავდაცვის, შორი მოქმედების იარაღის სიმცირის და რუსული უპილოტო საფრენი აპარატების სიმრავლის გამო. ჩვენ კარგად ვიმუშავეთ რუსული ავიაციის წინააღმდეგ. აღვადგინეთ სიტუაცია აღმოსავლეთში და შევაჩერეთ რუსული შეტევა. მართალია, რუსებმა გაანადგურეს ავდიივკა და აიღეს ტერიტორიები, მაგრამ დღეს წინსვლას ვერ ახერხებენ, რადგან დიდი რაოდენობით თვითმფრინავი დაკარგეს. შავ ზღვაში ძლიერ ქმედებებს ვახორციელებთ, დეტალებზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი დადებითი შედეგები.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.